მსოფლიოში შაქრის დეფიციტია მოსალოდნელი

ახალ სეზონზე მსოფლიოს ბაზარზე შაქრის დეფიციტი შესაძლოა, გაიზარდოს.

შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) ანგარიშის თანახმად, ახალი სეზონიდან, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერსა და 2017 წელის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, შაქრის წარმოება 1,31%-ით გაიზარდა. თუმცა, ამის პარალელურად 2,02%-ით გაიზრდება შაქარზე მოთხოვნა.

„იქიდან გამომდინარე, რომ შაქრის წარმოება ნელი ტემპებით გაიზრდება, ვიდრე მოთხოვნა პროდუქტზე, შაქრის ბაზარზე დეფიციტი 5,744 მილიონი ტონიდან 7,048 მილიონ ტონამდე გაიზრდება. მარაგები კი 8,43%-ით - 75,598 მილიონ ტონამდე შემცირდება“, - ნათქვამია ISO-ს ანგარიშში.

ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს შაქრის მსოფლიო ექსპორტი 3,23%-ით, 56,61 მილიონ ტონამდე, იმპორტზე მოთხოვნა კი 2,86%-ით შემცირდება.