LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას კომიტეტის 44-მა წევრმა მისცმა ხმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. პროცედურის თანახმად, ამის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო დისკუსიას გამართავენ.