„ცენტრ პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულები სასამართლოსთან აქციას მართავენ

საქალაქო სასამართლოსთან „ცენტრ-პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მთელი პროცესის განმავლობაში სასამართლოს ეზოში დარჩებიან.

აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები, რითაც „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელობას თაღლითობაში ადანაშაულებენ.

მათ ასევე მოტანილი აქვთ პარლამენტის დეპუტატების ფოტოები, რომლებიც თავდებში ჩაუდგნენ „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელ პირებს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი არ გაჩერდებიან და არ შეწყვეტენ საპროტესტო აქციებს, სანამ არ მოხდება მათი ზარალის ანაზღაურება.

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.