ახალი სეზონი თხილისთვის დაბალი ხარისხითა და არასტაბილური ფასით დაიწყო

ახალი სეზონი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქციისთვის დაბალი ხარისხით და არასტაბილური ფასით დაიწყო. ხარისხთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემაა სამეგრელოში, სადაც გაჩენილმა დაავადებამ თხილის ნაყოფი დააზიანა. შესაბამისად, ამჟამად თხილზე ყველაზე დაბალი ფასი, 3 ლარი დასავლეთ საქართველოშია, სადაც დაბალი ხარისხის გამო ჩაბარებული პროდუქციის ნაწილს პუნქტები უკან აბრუნებენ. ყველაზე ძვირად, 7 ლარად კი თხილი კახეთში იყიდება. თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ წელს პროდუქციის საექსპორტო ფასიც შემცირდება. ამასთან, ასოციაციაში შარშანდელთან შედარებით დაბალ მოსავალს პროგნოზირებენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე