მერლინ მონროს ცნობილი კაბა აუქციონზე 3 მილიონად გაიყიდება

ლეგენდარული ამერიკელი ვარსკვლავის მერლინ მონროს ასევე ლეგენდარული კაბა აუქციონზე გაიყიდება.

ისტორიული კაბა მერლინ მონროს თავის დროზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის საიუბილეო ღონისძიებაზე ეცვა. ნიუ იორკში, "მედისონ სქვეა გარდენში" ამ კაბაში გამოწყობილმა მერლინ მონრომ ჯონ კენედის 45 წლის იუბილეზე „Happy birthday, Mr President" უმღერა.

ხელოვნების ნიმუშად შეფასებული კაბა, რომელიც ექსკლუზიურად მერლინ მონროსთვის დიზაინერმა ჟან ლუისმა შეკერა, 2500 თვლითაა გაწყობილი. კაბა მონროს კანის ფერისაა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ მომღერალი შიშველი იყო.

„ჯულიენის“ სააუქციონო სახლი აღნიშნულ კაბას გასაყიდად 17 ნოემბერს გამოიტანს.

1962 წელს კენედის საიუბილეო ღონისძიებიდან თითქმის სამ თვეში, მერლინ მონრო 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კოკა კვირკველია