2016 წლის მეორე კვარტლის ტოპ-ინვესტორთა ათეული ცნობილია

2016 წლის მეორე კვარტლის ტოპ-ინვესტორების ვინაობა ცნობილია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იმ კომპანიების ათეული, სადაც 2016 წლის მე-2 კვარტალში (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გამოკვლევის შედეგებით) დაფიქსირდა უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასე გამოიყურება: - “აიდიეს ბორჯომი საქართველო”, შპს “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის” საქართველოს ფილიალი, შპს “მაგთიკომი”, შპს “ბურჯი”, სს “ენერგო - პრო ჯორჯია”, შპს “ტავ ურბან საქართველო”, შპს “ჯინო პარკი”, სს “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”, სს “ჰუმანითი ჯორჯია”, შპს “ბლექ სი არენა და BP Group”.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20%-ით მეტია 2015 წლის II კვარტალის წინასწარ და 4%-ით ნაკლები იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 445 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 834 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 11%-ით აღემატება.