წლის დასაწყისიდან ევროპაში 300 000-ზე მეტი მიგრანტია ჩასული

წლის დასაწყისიდან ევროპაში 300 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ასეთია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი მონაცემები.

განცხადების თანახმად, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, 6 სექტემბრის მდგომარეობით, 2016 წლის დასაწყისიდან ევროპაში სახმელეთო და საზღვაო გზით 304 993 მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა. აქედან უმრავლესობა საბერძნეთში ჩავიდა, სადაც, აგვისტოს ბოლოს 163 726 მიგრანტი და ლტოლვილი დაფიქსირდა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მიგრანტების დაახლოებით 60% ქალი და ბავშვია, მათი უმრავლესობა სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდანაა. გარდა ამისა, 6 სექტემბრის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა დაახლოებით 29 000 მიგრანტი გადაარჩინეს.