5 პროდუქტი, რომელიც აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირდა

ბოლო 15 თვის განმავლობაში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ფასების ზრდა დაფიქსირდა ხუთი ძირითადი საკვები პროდუქტის ჯგუფზე, როგორიცაა ხორბალი, მცენარეული ზეთი, რძის პროდუქტები, ხორცი და შაქარი. FAO-ს საერთაშორისო საბაზრო ფასებმა ივლისის ვარდნის შემდეგ, აგვისტოში, ზრდის მაღალი დონე აჩვენეს.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის აგვისტოს ქულათა შედეგი (165.6) ივლისის მაჩვენებელზე 1.9 პროცენტით, ხოლო გასული წლის ქულაზე თითქმის 7%-ით მეტია.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, რძის ფასის ინდექსი ერთი თვის განმავლობაში 8.6 %-ით გაიზარდა. ივლისიდან აგვისტომდე 7,4%-ით მოიმატა მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა.

შაქრის ინდექსმა 2,5 პროცენტით აიწია, რაც 75%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. FAO-ს მონაცემებით, ხორცის ფასის ინდექსი სტაბილური იყო და ერთ თვეში მხოლოდ 0,3%-ით გაიზარდა.

მარცვლეულის ფასების ინდექსმა კი ერთ თვეში 3.0%-ით დაიკლო, რაც გასული წლის მონაცემზე 7,4%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება FAO-ს მარცვლეულით ვაჭრობის პროგნოზს, 2016-2017 წლებისთვის ამ მაჩვენებლმა თითქმის 9 მილიონი ტონით მოიმატა, რაც ხორბლისა და საკვები მარცვლეულის უხვი საექსპორტო შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს.

FAO სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე

მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს.