რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის 15 მილიარდამდე რუბლის გამოყოფას გეგმავს

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის 15 მილიარდამდე რუბლის გამოყოფას გეგმავს. რუსეთი 2019 წლამდე ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის 15 მილიარდამდე რუბლის გამოყოფას აპირებს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ფინანსთა სამინისტროს წერილში, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის თანახმად, ბიუჯეტში, ფინანსური დახმარების მიზნით, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის 2017-19 წლებში ჩადებულია 3 მილიარდი რუბლი, ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის კი, იმავე მიზნებისთვის - 4.6 მილიარდი რუბლი.

ამავე ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთში საბიუჯეტო ინვესტიციების მხარდაჭერისთვის 4 მილიარდი რუბლი გამოიყოფა, ცხინვალის რეგიონისთვის კი 3 მილიარდი რუბლი.