JPMorgan Chase&Co ამერიკის ყველაზე ძვირად ღირებული ბანკი გახდა

JPMorgan Chase&Co ამერიკის ყველაზე ძვირად ღირებული ბანკი გახდა.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, 13 სექტემბერს გამართული ვაჭრობის შედეგად ყველაზე ძვირად ღირებული ბანკის ტიტული Wells Fargo-მ დაკარგა.

რამდენიმე დღის წინ Wells Fargo უკანონო, ფიქტიური საკრედიტო ბარათების გამოშვების გამო 185 მილიონით დააჯარიმეს და ამერიკის ბირჟებზე 3% დაკარგა, რის შედეგადაც ბანკის საბაზრო ღირებულება 236,9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.  JPMorgan-ის საბაზრო ღირებულებამ კი  240,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Wells Fargo და JPMorgan მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის ირიცხება.

რეიტინგს სათავეში უდგას ასევე ამერიკული Apple Inc, რომლის საბაზრო ღირებულება 582 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მეორე ადგილს კი ამერიკული გიგანტი Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet Inc. 531 მილიარდით იკავებს.

კოკა კვირკველია