სტრატეგიული ინვესტიციების ევროპული ფონდი 630 მილიარდამდე გაიზრდება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საინვესტიციო ფონდის მოცულობის გაორმაგების შესახებ გამოაცხადა.

მისი თქით, კომისია გეგმავს საინვესტიციო ფონდის გაორმაგებას 630 მილიარდ ევრომდე, რათა ევროპული ქვეყნები უკეთ გაუმკლავდნენ უმუშევრობასა და სხვა პრობლემებს, მათ შორის საიმიგრაციო პოლიტიკას.

ამავდროულად იუნკერმა წარადგინა ახალი სქემა, 88 მილიარდი ევროს მოცულობით, რომელიც აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

იუნკერის გეგმის თანახმად, ფონდის ინვესტიციების ზრდა 2020 წლამდე 500 მილიარდ ევრომდე უნდა მოხდეს, ხოლო 2022 წლისთვის 630 მილიარდ ევროს უნდა მიაღწიოს.

„სტრატეგიული ინვესტიციების ევროპული ფონდი“ (EFSI) 2015 წელს შეიქმნა და მისი მიზანია 2018 წლამდე მოიზიდოს 315 მილიარდი ევრო, საიდანაც 116 მილიარდი ევროს მოზიდვა უკვე შეძლო. ფონდის შემომწირველები არიან როგორც კერძო კომპანიები, ასევე სახელმწიფოები..

ფონდი ძირითადად ფოკუსირებულია ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკაზე, კვლევასა და განათლებაზე.

კოკა კვირკველია