ბიძინა ივანიშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაჭას მოსახლეობა დაუბრუნდეს

რაჭიდან 37% -იანი მიგრაცია ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაჭას დაუბრუნდეს მოსახლეობა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, მოსახლეობასთან და მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, თუ ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მთას დაუბრუნდება მოსახლეობა.

”მეც თქვენთან ერთად, როგორც მოქალაქე, მაქსიმალურად ვიღვაწებ, რომ ხელისუფლებამ სწრაფად მოაგვაროს პრობლემები რაჭაში. ეს არის პირველ რიგში ინფრასტრუქტურული პრობლემები, გზები, ასევე ბუნებრივი აირი და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.