"დოიჩე ბანკმა" აშშ-ისთვის 14 მილიარდი დოლარის გადახდაზე უარი თქვა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, გერმანული Deutsche Bank-ის ხელმძღვანელობამ უარი თქვა, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთვის 14 მილიარდი დოლარის გადახდაზე.

ამ განცხადების შემდეგ გერმანული ბანკის აქციები დაეცა. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, დღის სავაჭრო სესიაზე Deutsche Bank-ის აქციები 8,7&-ით, 12,09 ევრომდე დაეცა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ Deutsche Bank-ს აღნიშნული თანხის გადახდა კომპენსაციის სახით მოსთხოვა. უწყებაში მიიჩნევენ, რომ გერმანიის უმსხვილესი ბანკი ერთ-ერთი იყო იმ საკრედიტო დაწესებულებებს შორის, რომლებმაც ფასეული ქაღალდებით ვაჭრობის დროს თაღლითური სქემები განახორციელეს და ამით 2008 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებას შეუწყეს ხელი.