"სილიკონ ველი თბილისის" კედელში მოთავსებული სპეციალური ფირფიტა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იმ პირველ კურსდამთავრებულს გადაეცემა, რომელიც მილიონერი გახდება

”სილიკონ ველი თბილისის” კედელში სპეციალური ფირფიტა მოთავსდა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იმ პირველ წარმატებულ და გამორჩეულ ადამიანს გადაეცემა, რომელიც მილიონერი გახდება.

ეს შეიძლება იყოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ან სტუდენტი.

დღეს ბაგებში, ჭავჭავძის #82-ში, პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი ”სილიკონ ველი თბილისი” გაიხსნა. საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცენდენტო პროექტის გახსნას მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კაფსულაში სპეციალური ფირფიტა მოათავსა, კაფსულა ”სილიკონ ველი თბილისის” კედელში ჩამონტაჟდა.

საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - „სილიკონ ველი თბილისი“ IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში აერთიანებს.