ქლიავის ბაღი ომის ზონაში

2008 წელს, ომი რომ დაიწყო, ხორბალს ვმკიდით. ბაღიდან 2 კილომეტრში საზღვარია. თუმცა, ვფიქრობ, რომ სწორედ აქ ბაღების გაშენება მოგვცემს საშუალებას, ოსებსა და აფხაზებს ვანახოთ, რომ ჩვენ ევროპელი საზოგადოება ვართ, ვვითარდებით და ისინი ისევ ჩვენ გვერდით უნდა იყვნენ...

პროფესიით პედაგოგი დავით ბერუაშვილი წარმოშობით ქარელის რაიონიდაა. მოგვიყვა, - სულ ვაკვირდებოდი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენებს, მინდოდა, ევროპული სტანდარტები საქართველოშიც დანერგილიყო და დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინაო.

- ამიტომ გადაწყვიტეთ ქლიავის ბაღის გაშენება?

- ევროპაში ყოფნისას ბაზარსაც ვაკვირდებოდი ხოლმე - ხილი და კერძოდ, შავი ქლიავი ძვირად ფასობს, ასევე ჩირიც. მაგალითად, საფრანგეთში 400 გ 12 ევრო ღირს. ამან მაფიქრებინა ქლიავის ბაღის გაშენება. კონსულტაციები გავიარე ახალგაზრდა აგრონომთან, გიორგი ბერუაშვილთან. შევიძინე 5 ესპანური ჯიშის ქლიავი, ერთ-ერთია "სტენლი" - საჩირე კულტურა. ჩირზე მოთხოვნა ჩვენშიც დიდია, ზამთარში 1 კგ 15 ლარიც კი ღირს. ნერგების სიძვირის გამო კვირტები ვიყიდე, გოგი ბარბაქაძის დახმარებით დავამყნე საძირეზე და 5,1 ჰა-ზე გავაშენეთ.

მარკეტინგულად გავთვალე ყველაფერი და მივმართე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათი პროგრამის მიხედვით ("დანერგე მომავალი") დამიფინანსეს 70% ნერგის შეძენა და 50% - სარწყავისა. გავაშენე ნახევრად ინტენსიური ბაღი. ყველა ხის ძირთან წვეთოვანია, რადგან თითოეულს საგანგებო მოვლა სჭირდება. ჩვენი გამოთვლით, 1 ძირი ქლიავი 50 კგ ნაყოფს მოგვცემს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 19 სექტემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად