იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 10%-ით შემცირდა

2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

(არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7426 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1312 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (10 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6114 მლნ აშშ დოლარს (23 პროცენტით მეტი). აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 4556 მლნ აშშ დოლარს (4 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 4802 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1044 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.