"ქართულმა ოცნებამ" შემოწირულების სახით აგვისტოში 3 144 820 ლარი  მიიღო

მიმდინარე წლის 10-30 აგვისტოს პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა 7 256 151 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი შემოსავალი - 3 328 701 ლარი - „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო. აქედან დიდი ნაწილი, 3 144 820 ლარი შემოწირულებას წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ შემდეგ, ყველაზე მეტი შემოსავალი - 944 253 ლარის ოდენობით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერიცხება.

რაც შეეხება სხვა პარტიების მიერ მიღებულ შემოსავალს, შემდეგნაირად ნაწილდება: „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 638 144 ლარი; „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 625 705 ლარი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 403 407 ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 276 585 ლარი; „რესპუბლიკური პარტია“ – 187 589 ლარი; „ეროვნული ფორუმი“ - 179 117 ლარი; „ლეიბორისტული პარტია“ – 177 071 ლარი; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 173 347 ლარი.

მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატებიდან კი, ყველაზე მეტი შემოსავალი - 35 005 ლარი მიღებული აქვს ცეზარ ჩოჩელს; 34 000 ლარი - ილია კოკაიას; ხოლო 26 255 ლარი ირაკლი პეტრიაშვილს.