ფილიპინების დედაქალაქ მანილას აეროპორტში საგანგებო სიტუაცია შეიქმნა. ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ ცნობით, Saudi Airlines თვითმფრინავის მფრინავმა განაცხადა, რომ ავიალაინერის გატაცება იგეგმებოდა.
როგორც აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე დისპეტჩერებმა ხელმძღვანელობას შეატყობინეს, რომ რეის SV872-თან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეები არსებობს.
ამჟამად თვითმფრინავი მანილას საერთაშორისო აეროპორტშია, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ძალები. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„ალ-არაბიას“ ცნობით, რეისის დროს Saudi Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე 300 მგზავრი იმყოფებოდა.