ბათუმში თურქული სკოლა გაიხსნა

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, თურქული სკოლა გაიხსნა. სკოლა თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან.

სწავლება თურქულ ენაზე მოხდება, სასწავლო პროგრამა კი თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ისინი ინფორმირებული არ ყოფილან.

თურქული სკოლა ბათუმში გუშინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიების ამსახველი ფოტოები ბათუმში თურქეთის საკონსულოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდება შემდეგი წარწერით: „ოფიციალურ სასწავლებელში, ბათუმის თურქულ სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ბათუმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერისათვის“.