სომხეთის ენერგეტიკის მინისტრად „თელასის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დაინიშნა

სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც სომხური მედია იტყობინება, მინისტრის თანამდებობაზე აშოტ მანუკიანი დაინიშნა, რომელიც 2012 წელს კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მანუკიანის დანიშვნის ბრძანებას გუშინ მოაწერა ხელი.

სომხეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 სექტემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე რუსული კომპანია „გაზპრომის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი კარენ კარაპეტიანი დაინიშნა.