ფონიჭალაში უსინათლოთა ბილიკის რეაბილიტაცია დასრულდა

კრწანისის გამგეობამ ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე, უსინათლოთათვის განკუთვნილი ამორტიზებული საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია დაასრულა.

კრწანისის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხედველობაშეზღუდული პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ბილიკზე საგანგებოდ ამაღლებული ბორდიური მოეწყო.

2000 კვ.მ-ზე გამოიცვალა ასფალტის საფარი, გარე განათების ქსელს დაემატა ბოძები და სანათები. 2017 წლის დასაწყისში დაგეგმილია უსინათლოთა მეორე ბილიკის რეაბილიტაცია და ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები.