ეგვიპტის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შემდეგ ასობით ადამიანი დაიკარგა

ეგვიპტის სანაპიროებთან, მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შემდეგ, ასობით ადამიანი დაიკარგა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ხმელთაშუა ზღვაში მომხდარი ტრაგედიის დროს, ხომალდის ბორტზე 550 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის, მაშველებმა მხოლოდ 160 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო ოპერაციის დროს 42 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მედიის ცნობით, მგზავრების უმრავლესობა ეგვიპტელი იყო. გადარჩენილმა მიგრანტებმა ტელეკომპანია „ბიბისი“-ს განუცხადეს, რომ მათ სამაშველო ჟილეტებს მხოლოდ დამატებითი თანხის სანაცვლოდ აძლევდნენ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 3 200-მდე მიგრანტი დაიღუპა.