წლის ბოლოსთვის ოქრო შესაძლოა 44%-ით  გაძვირდეს

ამერიკელი ანალიტიკოსის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი შესაძლოა 44%-ით გაიზარდოს.

U.S. Gold Corp-ის აღმასრულებელი დირექტორის რობერტ მაკკივენის მოსაზრებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ერთი უნციის ფასი 1700-1900 დოლარი იქნება. მაკკივენის განმარტებით, ფასების მკვეთრი ზრდა განპირობებული იქნება მსოფლიო ვალუტების არასტაბილურობით და სუვერენული ვალის ზრდით. ხოლო დაბალი საპროცენტო განაკვეთი „დიდი მღელვარების“ მიზეზი გახდება ინვესტორებისთვის, ვინც ოქროს ალტერნატიულ აქტივად აირჩევს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, წელს ოქროს ფასმა 24%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე