ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ი ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

”2016 წლის 22 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3117 შეადგინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.