მსოფლიოში შვეიცარული საათების ექსპორტი შემცირდა

მიმდინარე წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, შვეიცარული საათების ექსპორტი 8,8%-ით - 1,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, შვეიცარული საათების ექსპორტი უკვე ზედიზედ მე-14 თვეა იკლებს მათზე მოთხოვნის შემცირების შესაბამისად.

განსაკუთრებული ვარდნა აღინიშნება ისეთ ტრადიციულ ბაზრებზე, როგორიცაა: ჰონგ-კონგი -29%, იაპონია -27%, გერმანია -15% და აშშ -14%.

ექსპორტის ვარდნის შედეგად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საათების მწარმოებელმა შვეიცარულმა კომპანიამ Swatch Group-მა შემოსავლების 54% დაკარგა, ხოლო მისი კონკურენტი კომპანია Richemont-ის შემოსავლები ამავე პერიოდში 45%-ით შემცირდა.

კოკა კვირკველია