იტალიელმა ადვოკატმა ავიაკომპანია Emirates სასამართლოში უჩივლა.
ადვოკატის განცხადებით, თვითმფრინავში ჭარბწონიანი გვერდით მჯდომი მგზავრის გამო, 9 საათის განმავლობაში არაკომფორტულად იმგზავრა.
იტალიელი ავიაკომპანიისგან კომპენსაციის სახით 3 079 დოლარს ითხოვს. თანხა ასევე შეიცავს კეიპთაუნი-დუბაის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულებას - 2 200 დოლარს.
იტალიელი ადვოკატის განცხადებით, ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ის ადგილის შეცვლით ვერ უზრუნველყვეს და განუცხადეს, რომ ბორტზე ადგილი არ იყო.
„9 საათის განმავლობაში ხან ფეხზე ვიდექი ხან ეკიპაჟისთვის განკუთვნილ ადგილას ვიჯექი“, - განაცხადა მგზავრმა.