მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირდა, ოქრო გაიაფდა

დოლარის ევროსთან და იენთან გაუფასურების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი დაეცა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ნიუ იორკის Camex-ის ბირჟაზე ოქროზე ფასი 0,34%-ით დაეცა და უნციაზე 1337,2 დოლარი შეადგინა.

ოქროსგან განსხვავებით, ბაზარზე გაიზარდა „შავი ოქროს“ ფასი. ლინდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,36 დოლარით გაძვირდა და ბარელზე 46,25 დოლარი შეადგინა.

0,32 დოლარით გაძვირდა აშშ-ის ნედლი ნავთობი, რომლის ფასმა ბარელზე 44,80 დოლარი შეადგინა.