„დოიჩე ბანკის“ აქციების ფასი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

უმსხვილესი გერმანული ბანკის „დოიჩე ბანკის“ აქციები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ფრანკფურტის ბირჟაზე ბანკის აქციების ფასი 6,3%-ით დაეცა და აქციაზე 10,70 ევრო შეადგინა.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ Deutsche Bank-ს 14 მილიარდი დოლარის გადახდა მოსთხოვა კომპენსაციის სახით. უწყებაში მიიჩნევენ, რომ გერმანიის უმსხვილესი ბანკი ერთ-ერთი იყო იმ საკრედიტო დაწესებულებებს შორის, რომლებმაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროს თაღლითური სქემები განახორციელეს და ამით 2008 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებას შეუწყეს ხელი.

თუმცა, „დოიჩე ბანკმა“ უარი თქვა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთვის 14 მილიარდი დოლარის გადახდაზე.