ხორცპროდუქტების ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტი 2017 წლიდან ამოქმედდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს შეხვდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სურსათის ეტიკეტირების წესებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები გააცნო. 2017 წლიდან ძალაში შევა ტექნიკური რეგლამენტი - საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ. ახალი რეგლამენტი ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოება-გადამუშავებას, დისტრიბუციისას სავალდებულო ეტიკეტირებისა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს განსაზღვრავს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე