თბილისში დღეს ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიმართება

საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, დღეს, საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას“ 11-ე პავილიონში ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიმართება.

ორგანიზატორთა ცნობით, გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უანგ ჟინჩენი წარდგებიან.

გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრებიან საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი ასლანიშვილი და ”საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა. გამოფენაში 80-მდე ჩინური კომპანია მონაწილეობს, მათ შორის ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები, ასევე აგრო-სექტორი.

ღონისძიების პარტნიორები საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არიან.

გამოფენა 2016 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.