აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, რაც სირიაში მოსკოვის ქმედებებს უკავშირდება.

ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური სანქციების შესაძლო ამოქმედებას არ გამორიცხავს, რადგან „ფინანსური სანქციები არის ქმედითი ინსტრუმენტი აშშ-ის ინტერესების დასაცავად მთელ მსოფლიოში“.

ჯოშ ერნესტმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში სირიაში სიტუაცია გამწვავდა.