“უნდა ინახოს, ხომ არ ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დეპოზიტებისა და ფულის მასის გატანა”

ქვეყანაში ლარი უფასურდება. 22 სექტემბრიდან დღემდე, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0081 ლარი შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა გასაყიდად. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ლარის გაუფასურების პოლიტიკურ ასპექტებზე საუბრობს. ”ლარის გაუფასურებას წმინდა ეკონომიკური მიზეზების გარდა, ახლა პოლიტიკური ასპექტებიც ემატება. უნდა ინახოს, ხომ არ ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დეპოზიტებისა და ფულის მასის გატანა. 2003 წელს არჩევნების წინა პერიოდში გარკვეული რაოდენობის დიდი თანხა იქნა გატანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არ მინდა პირდაპირი პარალელების გავლება, მაგრამ შეიძლება უფრო მყუდრო სავანის მოძიების სურვილმა ლარზე მოთხოვნა შეამცირა, დოლარზე კი გაზარდა. ლარის კურსზე ამანაც უარყოფითად იმოქმედა. ეს არის წმინდა პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი აქცია და ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან და გაუარესებსათან ვფიქრობ, მას პირდაპირი კავშირი არა აქვს.” - ამბობს სოსო არჩვაძე.

ეკონომიკის ექსპერტის თქმით, ეროვნული ბანკი სექტემბრის მონაცემების გამოქვეყნებას აგვიანებს და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თუ ვნახავთ ინფორმაციას, თვის ბოლოს მდგომარეობით, მიმოქცევაში ფულის მასისა და დეპოზიტების სიდიდის თაობაზე. სოსო არჩვაძის განცხადებით პოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბებისა და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ლარი უფრო სტაბილურ კურსს დაუბრუნდება.