სამხრეთკორეელი ჯიმ იონგ კიმი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
ჯიმ იონ კიმი მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობას კიდევ 5 წლით დაიკავებს. ბანკის ინფორმაციით, პრეზიდენტს არჩევნებში კონკურენტი არ ჰყოლია.
მეორე ვადით პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ჯიმ იონგ კიმი ოფიციალურად 2017 წლის 1 ივლისიდან შეუდგება.
ამერიკის მოქალაქე, პროფესიით პედაგოგი და განათლების სპეციალისტი ჯიმ იონ კიმი სამხრეთ კორეაში დაიბადა.