2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული 12 650 დევნილია საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს კიდევ 43 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს უსასყიდლოდ.
„დევნილებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ თბილისში და ხობში“, -აღნიშნა პრემიერმა.