ბაკურიანი-ციხიჯვრის დამაკავშირებელი გზის მოწესრიგება დასრულდა

ბორჯომში ბაკურიანი-ციხიჯვრის დამაკავშირებელი გზის მოწესრიგება დასრულდა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში განაცხადეს, პროექტის ფარგლებში გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთი მოიხრეშა.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი ქვიშა-ღორღით მოსწორდა და გვერდულები მოეწყო. სამუშაოების პროცესში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ ტექნიკა იყო ჩართული. გამგებლის განმარტებით, მოუწესრიგებელი გრუნტის გზით სარგებლობა ადგილობრივებს განსაკუთრებით უჭირდათ. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 000 ლარი გამოიყო, რაც არსებული გზის კეთილმოწყობას მოხმარდა.

„ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, შემდეგ წელს გზის მოასფალტების მასშტაბური სამუშაოები დაიწყება და ადგილობრივების დიდი ხნის პრობლემაც მოგვარდება. ამ ეტაპზე კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობს“, - აღნიშნა დიმიტრი ყიფიანმა.

სამუშაოების პროცესში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ ტექნიკა იყო ჩართული.