საქართველო დასასვენებლად იაფ ქვეყნებს შორის დასახელდა

რუსულმა ვებპორტალმა Adme.ru-მ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, სადაც კარგად დასვენება და ამავდროულად, ფულის დაზოგვა შეიძლება.

„ადმე“ ურჩევს მკითხველს, საქართველოში ვიზიტის შემთხვევაში დაათვალიეროს რუსთაველის გამზირი, მშვიდობის ხიდი, წმინდა სამების ტაძარი, ავიდეს მთაწმინდაზე, გაისეირნოს აბანოთუბანში და ეწვიოს ანჩისხატს.

ვებპორტალი აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

საქართველოს გარდა, Adme.ru მკითხველს ურჩევს, რომ იაფად და კარგად დასვენება სომხეთში, ლატვიაში, საბერძნეთსა და ფინეთში შეუძლიათ.