ლარის გაუფასურების მიზეზები

ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება. ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,32 ლარიდან თითქმის 2,33 ლარამდე დაეცა. ექსპერტები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავენ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღიანი ინტერვალით 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურების გამომწვევ ფაქტორებსა და ბოლოდროინდელ ინტერვენციებთან დაკავშირებით განმარტება ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა. სების განცხადებით, კურსის მერყეობა მხოლოდ დროებითი ფაქტორებით - რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით და წინასაარჩევნო მოლოდინებით არის გამოწვეული.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე