თბილისში ახალი ავტობუსები დღეიდან შემოვლენ

თბილისის მერია პირველი 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაციას დღეს, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს. ხელშეკრულების თანახმად, ავტოპარკი ჯამში, ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება.

როგორც მერიაში განმარტავენ, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით.

„CNG საწვავზე მომუშავე ძრავა დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები ივლის ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებზე“, - აცხადებენ მერიაში.

იხილეთ ფოტოგალერეა