„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ოდორანტის ტრანსპორტირებაზე - არც ერთი შემოსული შეტყობინება არ დარჩება რეაგირების გარეშე

”ყაზტრანსგაზ-თბილისი” „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დღეს, თბილისში, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორანტის ტრანსპორტირების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც  „ყაზტრანსგაზ-თბილისში განაცხადეს, მათი შესაბამისი სამსახურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ აბონენტთა მომსახურებას.

”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ტრანსპორტირების პროცესში შესაძლოა, დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი. შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საავარიო სამსახური 114, ქოლცენტრი 2 404 004 და შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ბრიგადები 24 საათის განმავლობაში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ აბონენტთა მომსახურებას. არც ერთი შემოსული შეტყობინება არ დარჩება რეაგირების გარეშე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.