ჩინური იუანი სარეზერვო ვალუტის კალათის წევრი გახდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩინური იუანი სარეზერვო ვალუტის კალათაში ჩასვა.

სსფ-ის ცნობით, 1 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით ჩინურმა იუანმა სავალუტო კალათაში ფუნტსა და იენს გადაასწრო.

იუანი მეხუთე ვალუტაა, რომელიც სსფ-მა კალათაში შეიყვანა. ნასესხობის სპეციალური უფლების (SDR) კურსის განსაზღვრისთვის ასევე აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი სტერლინგი და იაპონური იენა გამოიყენება.

კალათაში ამ ეტაპზე აშშ დოლარის წილი 41,73%-ია, ევროს წილი - 30,93%, იუანის - 10,92%, იენა ს- 8,33%, ფუნტი სტერლინგის კი 8,09%. კურსთა მერყეობის გათვალისწინებით, პროცენტული გადანაწილება შესაძლოა შეიცვალოს.

ჩინური ვალუტის სავალუტო ფონდის კალათაში შეყვანა იუანის გლობალურ ვალუტად გადაქცევისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - აღნიშნავს Nikkei Asian Review.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩინური იუანის სარეზერვო ვალუტების კალათში შეყვანის გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო.