კომპანიის ხელმძღვანელი თანამშრომლებს 2 000 დოლარს ჩუქნის კარგი დასვენებისთვის

ამერიკული მარკეტინგული და სარეკლამო კომპანია SteelHouse-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ დუგლასი კომპანიის თანამშრომლებს კარგი დასვენების მიზნით ყოველწლიურად 2 000 დოლარს ჩუქნის.

მისი თქმით, ასე თანამშრომლების პროდუქტიულობა იზრდება და კარგად დასვენებული თანამშრომლები უფრო ნაყოფიერად ასრულებენ საქმეს.

წელიწადში ერთხელ კომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელი საჩუქრად იღებს 2 000 დოლარს, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ თანამშრომლებმა ეს თანხა დასასვენებლად გამოიყენონ.

კომპანიის მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 250 თანამშრომლიდან მხოლოდ 5-მა დატოვა კომპანია, აქედან სამმა კი პირადი პრობლემების და არა სამსახურთან დაკავშირებული პრობლემის გამო მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება.