რჩევები მცირე მეწარმეებს სესხის აღებისას

მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ქვაკუთხედია. სხვადასხვა ქვეყნებში ამ მიზნით იქმნება სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები კერძო დაფინანსების მრავალრიცხოვან წყაროებთან ერთად. რა უნდა გაითვალისწინონ მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებმა საფინანსო ინსტიტუტების შემოთავაზებების არჩევისას? ამ კითხვით მივმართეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯის გენერალურ დირექტორს - დავით ბობოხიძეს.

რჩევა N 1 - საფინანსო ინსტიტუტის მიმართვამდე მეწარმემ უნდა გაიაზროს რა რაოდენობის ფინანსური რესურსი სჭირდება მას ბიზნესის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

გადაჭარბებული თანხის მოთხოვნა ბიზესს არ წაადგება. მითუმეტეს, რომ შემდგომ ეტაპზე საფინანსო ინსტიტუტის მიერ მოხდება ბიზნესის ანალიზი და თანხა დაკორექტირდება ბიზნესის რეალური მიზნებისა და გადახდისუნარიანობის მიხედვით და რაც უფრო რეალურ თანხას მოითხოვს მეწარმე თავიდანვე, მით მეტია სესხის დამტკიცების შანსი.

მნიშვნელოვანია, რომ მეწარმემ გაიაზროს სესხის მიზნობრიობის ფასი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რომ მეწარმემ კარგად უნდა შეისწავლოს სესხით დასაფინანსებელი ობიექტის / ძირითადი საშუალებების / საბრუნავი საშუალებების / ქონების ფასი, მოიძიოს ყველა ალტერნატივა, რასაც ბაზარი სთავაზობს და შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი. ეს საშუალებას მისცემს არგუმენტირებულად მოსთხოვოს საკუთარი ბიზნესის გასაფართოვებლად საჭირო თანხა საფინანსო ინსტიტუტს, რაც თავის მხრივ სესხის დამტკიცების საწინდარია.

რჩევა N 2 - საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული თანხები მიმართოს ბიზნესის გაფართოებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც უპირველეს ყოვლისა უნდა გაითვალისწინოს მეწარმემ, არის ის რომ სათანადოდ შეაფასოს საკუთარი ბიზნესის შესაძლებლობები და და დასახოს გრძელვადიანი განვითარების მიზნები. ფინანსურ ინსტიტუტს (მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან ბანკს) დამატებითი ფინანსური რესურსებისთვის მიმართოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, რაც გამოიხატება ბიზნესის გაფართოების საჭიროებაში. მოკლევადიანი, სამომხმარებლო საჭიროებები როგორც ბიხნესის, ასევე ოჯახის შემთხვევაში - დააფინანსოს ბიზნესის მიერ გამომუშავეული თანხებით და არა მოზიდული თანხებით.

რჩევა N 3 - ფინანსურ ინსტიტუტთან მოლაპარაკების გზით, სწორად შეარჩიოს თვეში დასაფარი თანხის ოდენობა და სესხის გრაფიკის ტიპი. თუ მისი ბიზნესი სეზონურობით ხასიათდება, ეცადოს აიღოს სესხი საშეღავათო პერიოდით. მეწარმეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ თვეში დასაფარი თანხა დაგეგმოს ბიზნესის მოგების შესაბამისად და არა ბიზნესის შემოსავლებიდან.

რჩევა N 4 - ეცადოს სესხი აიღოს ეროვნულ ვალუტაში. ამით მეწარმე თავიდან აიცილებს ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობით გამოწვეულ რისკს და აირიდებს შესაძლო ხარჯებს.

რჩევა N 5 - კარგად წაიკითხოს კონტრაქტი და გაიაზროს პირობები როგორც თავად მეწარმე - მსესხებელმა, ასევე - თავმდებმა პირმა. აღსანიშნავია, რომ ყურადღება უნდა მიაქციოს როგორც საპროცენტო განაკვეთს, ასევე ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებს. გაიაზროს რა ოდენობით და რა შემთხვევაში შეიძლება მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაღება, გაიაზროს კონტრაქტით გათვალისწინებული საერთო ხარჯი.

რჩევა N 6 - მოერიდოს ერთდროულად პარალელური სესხების აღებას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში. ჭარბვალიანობამ შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნას როგორც მეწარმის ბიზნესს, ასევე მის პირად ქონებას. თუ ბიზნესს სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლებელი ხდება სესხის აღება. ასეთ დროს, მარტივ გამოსავალს ზოგიერთი და მეწარმე კერძო მევახშეებისგან სესხის აღებაში პოულობს. თუმცა ასეთი გარიგება განსაკუთრებული რისკის შემცველია, ვინაიდან თუ იგი აღებულ თანხას უკან ვერ აბრუნებს, მაშინ ხდება დაგირავებული პირადი ქონების იძულებით გაყიდვა, რაც მეწარმეს უქმნის როგორც მატერიალურ, ასევე მორალურ პრობლემებს.

გარდა ამ რჩევებისა, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა, შეიძლება განვიხილოთ კიდევ სხვა მრავალი ასპექტი ბიზნესის თავისებურებიდან გამომდინარე და უფრო დეტალური რჩევები მივცეთ მცირე მეწარმეებს საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავარია მეწარმე თავად იყოს დაინტერესებული საკუთარი ბიზნესის განვითარების მიზნით, პირველ რიგში განვითარდეს თვითონ: აიმაღლოს ფინანსური ცოდნა, პერიოდულად ჩაერთოს სხვადასხვა ტრენინგებსა თუ მასტერკლასებში, დაესწროს ბიზნეს კონფერენციებს, რომლებიც მრავლად ტარდება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების ინიციატივით.

ჩვენი კომპანია პერიოდულად სთავაზობს მცირე მეწარმეებს უფასო ტრენინგებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მსაგვსს ტრენინგს და მის შესახებ გამოვაცხადებთ მედია საშუალებებით.

ბიაიჯის შესახებ

ბიაიჯი ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე და ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიზნებს ახორციელებს მიკროსაფინანსო სექტორში არსებული საერთაშორისო პრინციპების დაცვით.

ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2008 წლიდან და ამჟამად აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს, რომლებიც დასაქმებული არიან სათავო ოფისსა და 11 სერვის-ცენტრში.

მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს.

ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.

2016 წლის ივლისში ბიაიჯიმ მოიწონა კლიენტის დაცვის Smart Campaign - ის 7 პრინციპი, რაც გულისხმობს კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას. კომპანია აცხადებს მზაობას თავისი საქმიანობის ბიზნეს მოდელი მოარგოს აღნიშნულ პრინციპებს და შედეგად მოიპოვოს Smart Campaign -ის სერტიფიკატი. სერტიფიკატის მოპოვება კი ხელს შეუწყობს კომპანიის მიმართ სანდოობის ზრდას და პასუხისმგებლიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეპუტაციის გაძლიერებას.

(R)