HARD ROCK CAFE TBILISI-ს გახსნის საზეიმო ცერემონია

2016 წლის 28 სექტემბერს, საზეიმოდ გაიხსნა Hard Rock Cafe Tbilisi. გახსნის ცერემონია, რომელსაც 400-მდე მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, მრავალფეროვნებითა და არაორდინალური შოუს ელემენტებით გამოირჩეოდა.

ღონისძიება მელიქიშვილის გამზირზე, Hard Rock Сafe Tbilisi-ს ცენტრალურ შესასვლელთან, ბენდ Vanilla Cage-ის კონცერტით დაიწყო. წითელ ხალიჩაზე ცნობილი ქართველი მუსიკოსები და სხვა მოწვეული სტუმრები, ბაიკერების მსვლელობის თანხლებით, ძველი ამერიკული მანქანებით გამოცხადდნენ. იქვე გაიმართა ლენტის გაჭრის ცერემონიაც, რომელიც Hard Rock Cafe-ს ერთ-ერთი მთავარი ტრადიციის დაცვით, გიტარის ფორმის ელექტროხერხის მეშვეობით შედგა.

წითელი ხალიჩიდან ღონისძიებამ Hard Rock Cafe-ს ტერასაზე გადაინაცვლა, სადაც უჩა მეტრეველის ბენდის მუსიკის ფონზე, საზეიმოდ გაიჭრა გიტარის ფორმის ტორტი. ღონისძიების მთავარი ნაწილი ჯგუფ „ვაკის პარკის“ და მოწვეული კუბელი მომღერლის, იანელა ბრუქსის კონცერტი გახლდათ. შემსრულებლები სტუმრების წინაშე Hard Rock Сafe Tbilisi-ს ძირითად სცენაზე წარსდგნენ. კუბელმა მომღერალმა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სიმღერები შეასრულა და არაჩვეულებრივი წარმოდგენა გამართა. არც Hard Rock Cafe Tbilisi-ს მხიარულმა მომსახურე პერსონალმა დაიშურა ენერგია და 1977 წელს, ამერიკელი კომპოზიტორის, ქეროლ კინგის მიერ, სპეციალურად Hard Rock Cafe-სთვის დაწერილი სიმღერა და დადგმული ცეკვა შეასრულა სტუმრებისთვის.

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, Hard Rock Cafe-ს გახსნის ერთ-ერთი მნიშველოვანი ნაწილია გიტარების დამტვრევა, კერძოდ, კომპანიის დამფუძნებლები, მენეჯმენტის წევრები და ცნობილი მუსიკოსები, ჩაფხუტებითა და უსაფრთხოების სხვა ზომების გათვალისწინებით, საზეიმოდ ამტვრევენ გიტარებს. გამონაკლისი არც Hard Rock Cafe Tbilisi იყო, თუმცა, ამასთან ერთად კომპანიამ ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელს საჩუქრად გადასცა 4 ახალი გიტარა.

ღონისძიების კულმინაცია მელიქიშვილის გამზირზე Hard Rock-ის ტრადიციული ნეონის გიტარის გახსნა და გრანდიოზული ფოიერვერკები იყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ნეონის გიტარა, მსოფლიოს მასშტაბით, ქსელის ყველა რესტორანს ამშვენებს.

Hard Rock Cafe Tbilisi მოწვეულ სტუმრებს მთელი ღონისძიების განმავლობაში უგემრიელესი კერძებითა და კოქტეილებით უმასპინძლდებოდა. წვეულების ოფიციალური ნაწილი 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის შემდეგაც სტუმრების განწყობაზე მოწვეული დიჯეი დილამდე ზრუნავდა.

მოკლე ინფორმაცია კომპანია Hard Rock International-ის შესახებ

დაწესებულებებით 71 ქვეყანაში, 168 კაფეს, 23 სასტუმროსა და 11 კაზინოს ჩათვლით, Hard Rock International (HRI) არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით. ერიკ კლეპტონის გიტარით დაწყებული, ჰარდ როკს გააჩნია მუსიკალური მემორაბილიების მსოფლიოში უდიდესი კოლექცია, რომელიც გამოფენილია ნახსენებ დაწესებულებებში. Hard Rock ასევე ცნობილია მისი მოდასთან და მუსიკასთან დაკავშირებული საკოლექციო მერჩენდაიზით, Hard Rock - ის დაწესებულებებში ცოცხალი მუსიკითა და ჯილდოს მფლობელი ვებ-საიტით. HRI ფლობს გლობალურ სავაჭრო მარკას Hard Rock - ის ყველა ბრენდისთვის. კომპანია ფლობს და მართავს დაწესებულებებს საკულტო ქალაქებში ლონდონის, ნოუ-იორკის, სან-ფრანცისკოს, სიდნეისა და დუბაის ჩათვლით. HRI ასევე ფლობს, გასცემს ლიცენზიებს და/ან განკარგავს სასტუმრებისა/კაზინოების საკუთრებებს მსოფლიოს მასშტაბით. ადგილმდებარეობები მოიცავს კომპანიის ორ ყველაზე წარმატებულ სასტუმროსა და კაზინოს საკუთრებებს ტამპასა და ჰოლივუდში. ორივე იმყოფება HRI - ს დედობილი კომპანიის „The Seminole Tribe of Florida“ -ს მფლობელობაში. ასევე, ადგილმდებარეობები ვრცელდება სხვა ამაღელვებელ ადგილებზე, როგორებიცაა ბალი, ჩიკაგო, კანკუნი, იბიცა, ლას-ვეგასი, მაკაო და სან-დიეგო. Hard Rock Cafe - ს მომავალში დაგეგმილ ლოკაციებში შედის რეიკიავიკი, შანხაი, იანგონი და სან-ხუანი. Hard Rock - ის ახალი პროექტები მოიცავს შემდეგ ლოკაციებს: აბუ დაბი, ატლანტა, ბერლინი, დუბაი, იპანემა, ლონდონი, ლოს-კაბოსი, ნიუ-იორკი, ტენერიფე, შენჟენი, დალიანი და ხაიკოუ ჩინეთში. მეტი ინფორმაციისთვის Hard Rock International - ის შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს www.hardrock.com.