ლილოს ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა

ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 300 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს,  დამწვარია შერეული საქონლის საწყობი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ბაზრობის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების განცხადებით, სავარაუდოდ, ზარალი დიდია. მათი ნაწილი აცხადებს, რომ საქონელი კრედიტით ჰქონდათ გამოტანილი.