გერმანიის ყოფილი კანცლერი შრიოდერი "გაზპრომის"  შვილობილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს  თავმჯდომარედ დაინიშნა

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია, კონსორციუმ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

გერმანული მედიის ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში შრიოდერი „ჩრდილოეთ ნაკადი“-ის აქციონერთა საბჭოს ხელმძღვანელობდა და სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ამ თანამდებობას.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელი რუსული „გაზპრომია“.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი რუსეთიდან გერმანიაში, ბალტიის ზღვის ფსკერზე საზღვაო გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება.

გაზსადენის მშენებლობის დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ „გაზპრომს“ უკრაინის ავლით გაზის ტრანზიტის შესაძლებლობას მისცემს.