8 თვეში „ქართულმა ოცნებამ“ - 10 286 735 ლარის შემოწირულობა, პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ კი 2 289 122 ლარი მიიღო

1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 10 286 735 ლარის შემოწირულობა მიიღო, პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2 289 122 ლარი , ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 651 662 ლარი.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ანგარიშშია ნათქვამი შემოწირულობების კუთხით მესამე ადგილზეა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც შემოწირულობის სახით 1 151 797 ლარი მიიღო, ხოლო „გირჩმა“ - 601 717 ლარი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ საანგარიშო პერიოდში პარტიებმა/საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 16 150 855 ლარი მიიღეს. მათგან 14 829 755 ლარი 1 109 ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო 1 321 100 ლარი - 24 იურიდიულმა პირმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მოპოვებული მონაცემები შესასწავლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეგზავნება.