გა­მო­გო­ნე­ბა, რომელიც გაზის გაჟონვისგან დაგიცავთ

"ა­რა მხო­ლოდ გა­ზის გა­ჟონ­ვა­ზე რე­ა­გი­რებს, ჰა­ე­რის გაწ­მენ­და და წყა­როს გა­და­კეტ­ვაც შე­უძ­ლი­ა"

14 წლის ტყუპ­მა ძმამ, გი­ორ­გი და დე­მეტ­რე კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლებ­მა ახ­ლა­ხან ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. ძმებ­მა ინ­ჟი­ნერ გუ­რამ ჩა­გა­ნა­ვას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ჰა­ე­რის გამ­წ­მენ­დი სის­ტე­მა შექ­მ­ნეს, რო­მე­ლიც ჰა­ერ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აირის, მტვრის, ორ­თ­ქ­ლი­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის დო­ნეს აფიქ­სი­რებს. თუ მა­თი შემ­ც­ვე­ლო­ბა ზღვარს სცდე­ბა, ავ­ტო­მა­ტუ­რად ირ­თ­ვე­ბა სიგ­ნა­ლი­ზა­ცია, შე­სა­ბა­მი­სი გამ­წო­ვი და გამ­წ­მენ­დი სის­ტე­მე­ბი, გა­და­ი­კე­ტე­ბა გა­ზის წყა­რო და ობი­ექ­ტის მფლო­ბელს ტე­ლე­ფონ­ზე შეტყო­ბი­ნე­ბა ეგ­ზავ­ნე­ბა. ინო­ვა­ცი­უ­რი სის­ტე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­ი­ყე­ნო ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ჰა­ე­რის კონ­ტ­რო­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

დე­მეტ­რე:

- სის­ტე­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, აღ­მო­ა­ჩი­ნოს ბუ­ნებ­რი­ვი აირის გა­ჟონ­ვა, ჩარ­თოს ვენ­ტი­ლა­ცია, გაწ­მინ­დოს ჰა­ე­რი და პა­რა­ლე­ლუ­რად, ამის შე­სა­ხებ მოკ­ლე ტექ­ს­ტუ­რი შეტყო­ბი­ნე­ბა სახ­ლის მფლო­ბელს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე გა­უგ­ზავ­ნოს. ბუ­ნებ­რი­ვი აირის გარ­და, ხელ­საწყო ჰა­ერ­ში მტვრის, ორ­თ­ქ­ლის, კვამ­ლის არ­სე­ბო­ბა­ზეც რე­ა­გი­რებს. თუ ჰა­ერ­ში სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბა არაა გა­ჟო­ნი­ლი და ის სი­ცოცხ­ლის­თ­ვის სა­ხი­ფა­თო არ არის, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სიგ­ნა­ლი­ზა­ცია არ ირ­თ­ვე­ბა, მხო­ლოდ გამ­წო­ვი მო­დის მოქ­მე­დე­ბა­ში.

- რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ სწო­რედ ამ ში­ნა­არ­სის სის­ტე­მის შექ­მ­ნა?

- ძა­ლი­ან გვინ­დო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბის ოლიმ­პი­ა­და­ზე. რამ­დე­ნი­მე იდეა გვქონ­და, რო­მელ­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო სწო­რედ გამ­წო­ვი სის­ტე­მის შექ­მ­ნა აღ­მოჩ­ნ­და. დაწყე­ბი­სას მხო­ლოდ სა­ხა­ზა­ვი, სქე­მის და­ფა და ვენ­ტი­ლა­ცია გვქონ­და, ორი სენ­სო­რით. ახ­ლა უკ­ვე მთე­ლი მოწყო­ბი­ლო­ბა გვაქვს და სის­ტე­მის­თ­ვის ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გაზ­რ­და­საც ვა­პი­რებთ. მა­გა­ლი­თად, ჰა­ე­რის წმენ­დის პა­რა­ლე­ლუ­რად ვა­მა­ტებთ გა­ზის წყა­როს გა­და­კეტ­ვის ფუნ­ქ­ცი­ას. გარ­და ამი­სა, სის­ტე­მის ბლოკ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად ახ­ლა თუ სა­დე­ნებს ვი­ყე­ნებთ, ვა­პი­რებთ, უკა­ბე­ლო გავ­ხა­დოთ.

- ოლიმ­პი­ა­და რა შე­დე­გით დას­რულ­და?

- პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­და ათას­წ­ლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სი იყო, სა­დაც ფი­ნალ­ში, ათე­ულ­ში მოვ­ხ­ვ­დით. ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე ორი ტუ­რი იყო - რეს­პუბ­ლი­კუ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო. ორი­ვე ეტაპ­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ.

- რა­ი­მე საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ხომ არ მი­ი­ღეთ?

- სის­ტე­მის და­პა­ტენ­ტე­ბის საქ­მე­ში დახ­მა­რე­ბა საქ­პა­ტენ­ტ­მა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა. გარ­და ამი­სა, მიწ­ვე­ვა გვაქვს დუ­ბა­ი­ში, სა­დაც სის­ტე­მის ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნას დაგ­ვ­პირ­დ­ნენ.

- მი­სი და­ახ­ლო­ე­ბი­თი სა­ბაზ­რო ფა­სი რა იქ­ნე­ბა?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, 100 ლა­რის ფარ­გ­ლებ­ში.

- რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა თქვე­ნი გა­მო­გო­ნე­ბა დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი მსგავ­სი ტი­პის სის­ტე­მე­ბის­გან?

- არ­სე­ბობს და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­ჟონ­ვი­სას სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ას რთავს. ჩვე­ნი ხელ­საწყო კი მულ­ტი­ფუნ­ქ­ცი­უ­რია - არა მხო­ლოდ გა­ზის გა­ჟონ­ვა­ზე რე­ა­გი­რებს, ჰა­ე­რის გაწ­მენ­და და წყა­როს გა­და­კეტ­ვაც შე­უძ­ლია.

- ამ სის­ტე­მის შექ­მ­ნამ­დე სხვა გა­მო­გო­ნე­ბაც გქონ­დათ?

დე­მეტ­რე:

- მას­შ­ტა­ბუ­რი არა. ვერ­თო­ბო­დით უბ­რა­ლოდ. ბავ­შ­ვო­ბა­ში ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და სა­თა­მა­შო­ე­ბის დაშ­ლა და ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის მი­ხედ­ვით აწყო­ბა. მეშ­ვი­დე კლას­ში "კო­მა­რო­ვის" სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დით, სა­დაც შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს რო­ბო­ტექ­ნი­კი­სა და ელექ­ტ­რო­ნი­კის ლი­ცე­უმ­ში გვევ­ლო. სწო­რედ იქ შე­ვის­წავ­ლეთ ელექ­ტ­როპროგ­რა­მი­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ სის­ტე­მის შე­საქ­მ­ნე­ლად იყო სა­ჭი­რო.

- თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი ხში­რად ემ­თხ­ვე­ვა ერ­თ­მა­ნეთს?

- უფ­რო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ. სკო­ლის სხვა­დას­ხ­ვა სა­გა­ნი მოგ­ვ­წონს, სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად ვსწავ­ლობთ.

- სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ გეგ­მავთ სხვა ოლიმ­პი­ა­დებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- დი­ახ, ამ გა­მო­გო­ნე­ბა­საც გა­ვი­ტანთ და გარ­და ამისა, უკ­ვე ნა­ფიქ­რი გვაქვს სხვა ინო­ვა­ცი­ებ­ზეც.

- რა­ი­მე სხვა გა­ტა­ცე­ბაც ხომ არ გაქვთ?

- ბე­ის­ბოლს ვთა­მა­შობთ.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძეწყარო gza.ambebi.ge