მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტს გადაეცა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მიიღო.

ნობელის კომიტეტმა კოლუმბიის პირველ პირს ჯილდო მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფება FARC-თან ზავის დადებისა და 52 წლიანი ომის დასრულებისთვის მიანიჭა.

სამშვიდობო შეთანხმება პრეზიდენტ სანტოსსა და ამბოხებულთა ლიდერ ტიმოლეონ ხიმენესს შორის სექტემბრის ბოლოს გაფორმდა. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პრეტენდენტად ორივე მათგანი იყო დასახელებული.

კოლუმბიის ხელისუფლებასა და მეამბოხეებს შორის მრავალწლიან საომარ მოქმედებებს 250 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.