Airbnb-ზე ბინის დაქირავება ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე იაფი თბილისშია

ევროპის ქალაქებს შორის, თბილისში Airbnb-ზე ბინის დაქირავება ყველაზე იაფია.

ამის შესახებ გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" წერს.

გამოცემამ Airbnb-ის მიერ შედგენილი ევროპის 25 ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ლიდერიც თბილისია.

Airbnb-ის მონაცემებით, თბილისში ერთი ღამით ბინის დაქირავება 23,60 ფუნტად არის შესაძლებელი.

"თბილისში ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ბინა, სადაც სამი პერსონა ერთი ღამით მხოლოდ 28 ფუნტი ღირს", - წერს "ბიზნეს ინსაიდერი".

პირველ ათეულში ასევე არიან - ბელგრადი, სტამბოლი - 25.90 ფუნტი ერთი ღამე, თესალონიკი, სოფია, ბუქარესტი - 26.70 ფუნტი ერთი ღამე, სანკტ პეტერბურგი, კიევი - 27.50 ფუნტი ერთი ღამე,  ვარშავა, ზაგრები, კრაკოვი, ვროცლავი - 30.65 ფუნტი ერთი ღამე და ლაიფციგი - 31.40 ფუნტი ერთი ღამე.

Airbnb-ის რეიტინგში საერთო ჯამში 200 ქალაქი მოხვდა. Airbnb მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იაფფასიანი ბინების დაქირავებას სთავაზობს.