აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს , - როგორც აშშ-ის სენატის კიბერუსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ კორი გარდნერმა განაცხადა, ახალი სანქციების დაწესება უკავშირდება რუსეთის მიერ ჩადენილ კიბერდანაშაულს.

„ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას საკუთარი ინტერესების დასაცავად, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროშიც“, - განუცხადეს სააგენტო AFP-ს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გუშინ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების უწყებამ და ეროვნული დაზვერვის სამმართველომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც რუსული მხარე ამერიკულ პოლიტიკურ სტრუქტურებზე კიბერთავდასხმების ორგანიზებაში დაადანაშაულეს.